რესტორანი და ბარები

სასტუმრო „მარკო პოლო გუდაური“ სტუმრებს კვებისა და სასმელების რამდენიმე სივრცეს სთავაზობს, მათ შორის: რესტორან „სოლიკოს“, „ლაუნჯ-ბარსა“ და „ბუხრის ბარს“.

სასტუმროს მენიუში წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები.

მაგიდის დაჯავშნა შესაძლებელია უშუალოდ სასტუმროში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: reservation@marcopolo.ge.

საუზმე

ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე (შვედური მაგიდა), რომელიც ყოველდღიურად, 08:00-დან 10:00 საათამდეა ხელმისაწვდომი.

ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საბავშვო მენიუ.

სადილი და ვახშამი

სადილისა და ვახშმის შეკვეთა შესაძლებელია მენიუდან (à la carte).

ნომერში მომსახურება (Room Service)

ნომერში მომსახურების სერვისი ხელმისაწვდომია ყოველდღიურად, 12:00-დან 22:30 საათამდე. შეკვეთის გასაკეთებლად, სტუმრებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს ნომერში არსებული ტელეფონის მეშვეობით.

ნომერში მომსახურების სპეციალური მენიუ განთავსებულია სასტუმროს თითოეულ ნომერში.