ტრასები
სათხილამურო ტრასების სიგრძე 57 კმ-ზე მეტია. ნებისმიერი დონის მოთხილამურეს შეუძლია, რომ სრიალით დატკბეს.
გუდაური, სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით ზამთრის აქტიური დასვენებისთვის, მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით.
სიმაღლეთა ამპლიტუდა კურორტზე 1200 მეტრია (სათხილამურო ტრასის ყველაზე მაღალი წერტილი 3,250 მეტრი, ყველაზე დაბალი – 2,050 მეტრი).
სეზონი იწყება ზამთარში და გრძელდება გვიან გაზაფხულამდე. კურორტის სათხილამურო ტრასები განკუთვნილია ყველა დონის მოთხილამურისთვის მოსამზადებლად, დაწყებული ლურჯიდან – დამწყებთა და მოყვარულთათვის, შავ ტრასებამდე – პროფესიონალებისათვის. მათ გარდა, არის სლალომის, სლალომი-გიგანტის, სუპერგიგანტის და ჩქაროსნული დაშვების ტრასები.
სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 57 კმ-ზე მეტია.
კურორტის ტერიტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ სასრიალო ტრასებით. მთის ქედები მოგცემთ საშუალებას, ისრიალოთ გაუკვალავ თოვლში, რაც მეტად მომხიბლველია თავისუფალი სრიალის მოყვარულთათვის.
მეტი Explore Gudauri through MarcoPolo Hotel
-
ტრასები
სათხილამურო ტრასების სიგრძე 57 კმ-ზე მეტია. ნებისმიერი დონის მოთხილამურეს შეუძლია, რომ სრიალით დატკბეს. -
საბაგიროები
კომფორტული საბაგიროებით სარგებლობა ერთდროულად რვა ათას ადამიანს შეუძლია, ამიტომ რიგში დგომა არ მოგიწევთ. -
გაქირავება
კომფორტული სრიალისთვის, ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეარჩიოთ სათხილამურო აღჭურვილობა და აქსესუარები. -
სკოლა
დამწყებ მოთხილამურეებს დაგეხმარებით დაოსტატებაში; პროფესიონალებს კი ცოდნის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.