სკოლა
დამწყებ მოთხილამურეებს დაგეხმარებით დაოსტატებაში; პროფესიონალებს კი ცოდნის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.
გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი მიესალმება ზამთრის დასვენების მოყვარულებს და სთავაზობს მათ ყველა პირობას დაუვიწყარი დასვენებისთვის, მიუხედავად თქვენი კვალიფიკაციის დონისა. აქ ყველას შეუძლია დაიპყროს თავისი მწვერვალი. უბრალოდ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სრიალის სტილი და ”გუდაური მარკო პოლოს” სამთო-სათხილამური სკოლაში ჩვენ დავეხმარებით როგორც დამწყებებს, ასევე პროფესიონალ ოსტატებს.
სკოლა Ski & Ride School
Ski & Ride School და ”გუდაური მარკო პოლო” გთავაზობთ სამთო თხილამურებზე და სნოუბორდზე სრიალის სწავლას სამი დონის მოსრიალეებს:
-
დამწყები
სრიალის ამ დონეზე გთავაზობთ სრიალის ტექნიკის ათვისებას ძირითად მოსახვევამდე, მათ შორის, პარალელურ თხილამურებზე.
-
მოსრიალე
დახვეწეთ თქვენი სრიალის ტექნიკა ბორცვებზე, ყამირზე ან მყარ თოვლზე სრიალით გამოცდილი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით. ამ კატეგორიაში შედიან პირები, რომლებსაც აქვთ მომზადებულ ქედებზე სრიალის გამოცდილება.
-
ექსპერტი
მოთხილამურეთა და ბორდერთა კატეგორია, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, კარგი ტექნიკური და ფიზიკური მომზადება, მაგრამ სურთ დახვეწონ საკუთარი ოსტატობა ყველა ტიპის მთის ქედზე, აითვისონ ფრისტაილის ელემენტები სპეციალურად მომზადებულ პარკში ან ბუნებრივ რელიეფზე და გაიარონ ფრირაიდის სკოლა.
ფრირაიდი სკოლა
ფრირაიდი (Freeride) გიდებთან ერთად
პროგრამა მოთხილამურეებისა და ბორდერებისთვის, რომლებიც თავდაჯერებულად სრიალებენ მომზადებულ ქედებზე და აქვთ გაუკვალავ თოვლში სრიალის გამოცდილება.
ჩვენ გაჩვენებთ ახალ მარშრუტებს კარგად შესწავლილ რაიონებში, მოვიძიებთ რბილ ყამირს, თითქოს და დატკეპნილ მთაზე. შეგასწავლით ქედის სწორად შეფასებას, ზვავისთვის აუცილებელი აღჭურვილობითა და რადიოკავშირით სარგებლობას, ზვავსაშიში ვითარების შეფასებას, შეგასწავლით მცირერიცხოვან ჯგუფში გაუკვალავ თოვლში სრიალის უნარებს. სასრიალოდ ყველაზე საინტერესო ადგილებში მოსახვედრად შესაძლებელია გასვლა საბაგირო გზების ზედა (30 წუთიდან 2 საათამდე). სრიალის დროს შეიძლება რატრაკით და თოვლმავალით სარგებლობა.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მეცადინეობებს გაუკვალავ თოვლში სრიალის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით:
-
სპეციალური აღჭურვილობით მუშაობის შესწავლა (ზვავსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების აღჭურვილობით).
-
გადაადგილებისა და დაზღვევის შესაძლებლობების შემუშავება სხვადასხვა სახის მთის რელიეფზე (ზვავსაშიში ქედები, კლდეები, კულუარები).
-
ჯგუფში ურთიერთქმედებისა და დახმარების შემუშავება.
ბექქანთრი-ფრირაიდ (Backcountry Freeride)
პროგრამა კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოთხილამურეებისა და ბორდერებისთვის, რომლებიც თავდაჯერებულად სრიალებენ გაუკვალავ თოვლში.
ხანგრძლივი გამოსვლების დროს (2-6 საათი) თოვლში სასიარულო ფეხსაცმლის ან სქი-ტურის აღჭურვილობის გამოყენებით, თქვენ მოხვდებით უკაცრიელ ადგილებში, სადაც მოგეცემათ გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობა.
ასეთ მარშრუტებზე ემოციური დატვირთვა ძალიან მაღალია. ასვლის და გაუკვალავ თოვლში დაშვების დროს, გიდებთან ურთიერთობის პროცესში თქვენ უკეთ გაიცნობთ მთებს, ჩვენ აგიხსნით, როგორ გაიაროთ მაქსიმალურად უსაფრთხო მარშრუტი ასვლის და დაშვების დროს, გაგაცნობთ მთაში ზვავსაწინააღმდეგო აღჭურვილობის და რადიოკავშირის შესახებ, შეგასწავლით ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენების წესებს. ასევე შესაძლებელია ფოტო- და ვიდეოგადაღება პროფესიონალი გიდი-ოპერატორის მიერ, რათა გრძელი ქალაქური საღამოების განმავლობაში შეძლოთ მთების სამუდამო სამეფოში დაბრუნება.
ფრისთაილი (Freestyle)
სნოუპარკში სრიალი უნდა დაიწყოთ გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ. სწავლების სწორად შერჩეული პროგრამისა და ილეთების შესრულების ტექნიკის გარდა ინსტრუქტორი თვალს ადევნებს მოსწვალის უსაფრთხოებას, მოგცემთ რჩევას ილეთის შესრულების სიჩქარესთან დაკავშირებით, აგიხსნით სნოუბორდ-პარკში სრიალის წესებს.
გუდაურში არის ყველა პირობა ფრისთაილის დისციპლინების განვითარებისთვის. ფართო ბოქსები მოგიხსნით მოაჯირებზე სრიალის შიშს, ხოლო მცირე ზომის სწორად გაკეთებული ტრამპლინები განსაკუთრებული რისკის გარეშე გაჩუქებთ ახალ საინტერესო შთაბეჭდილებებს.
ჰელი-სქი (Heliskiing)
უბრალოდ შეუძლებელია სიტყვებით აღწერა იმ შეგრძნებისა, რომელიც ჩნდება, როდესაც უყურებთ ფაფუკ თოვლს და იცით, რომ თქვენ ხართ პირველი ვინც ამას ხედავს და შეუძლია შეეხოს ამ სილამაზეს. ეს თავად უნდა განიცადოთ. აი რატომ გთავაზობთ სამთო-სათხილამურო სპორტის ისეთ სახეობას, როგორიცაა ჰელი-სქი (Heliskiing).
ჰელი-სქი – არის ფრირაიდის სახეობა, რომლის არსიც მდგომარეობს შეუხებელ თოვლიან ქედზე დაშვებაში. დაშვების საწყის წერტილზე მოსახვედრად მოთხილამურეები იყენებენ ვერტმფრენს, რაც გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური მარშრუტები. ხოლო თოვლზე გადასვლისას თქვენ მიხვდებით თუ როგორია თავი იგრძნო პირველქმნილი ბუნებისა და ძლევამოსილი თოვლის სტიქიის დამპყრობელად.
იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ, მოთხილამურეების ყველა ჯგუფს თან ახლავს გამოცდილი პროფესიონალი გიდი და ინსტრუქტორი, ასევე გამოიყენება საიმედო სერტიფიცირებული აღჭურვილობა და ტექნიკა.
მეტი Explore Gudauri through MarcoPolo Hotel
-
ტრასები
სათხილამურო ტრასების სიგრძე 57 კმ-ზე მეტია. ნებისმიერი დონის მოთხილამურეს შეუძლია, რომ სრიალით დატკბეს. -
საბაგიროები
კომფორტული საბაგიროებით სარგებლობა ერთდროულად რვა ათას ადამიანს შეუძლია, ამიტომ რიგში დგომა არ მოგიწევთ. -
გაქირავება
კომფორტული სრიალისთვის, ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეარჩიოთ სათხილამურო აღჭურვილობა და აქსესუარები. -
სკოლა
დამწყებ მოთხილამურეებს დაგეხმარებით დაოსტატებაში; პროფესიონალებს კი ცოდნის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.