საზაფხულო გართობა

ზაფხული - არის მშვენიერი დრო მეგაპოლისის ცხოვრებისგან დასასვენებლად, აყვავებულ ქედებზე სასეირნოდ, ჩანჩქერებსა და მთის ტბებში საცურაოდ და ტრადიციული ქართული სამზარეულოს ნატურალური საკვების დასაგემოვნებლად.

ტრეკინგი, ფოტოტურიზმი

ტრეკინგი, ფოტოტურიზმი

ტრეკინგი - არის ერთ-ერთი საინტერესო საქმიანობა, რომელსაც შეიძლება დაეთმოს შვებულება ან თავისუფალი დრო. ფეხით მოგზაურობისას, თქვენ არამხოლოდ ათვალიერებთ საოცარ პეიზაჟებს, არამედ დიდი სარგებლობა მოგაქვთ ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ლაშქრობის საუკეთესო მომენტები.

აღნიშნული სახის საზაფხულო დასვენების არჩევისას თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ სამების ტაძარს. ეს არის XIV საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2170 მეტრზე, ყაზბეგის მთის ძირში. ტაძარში არის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელთანაც დადიან მომლოცველები.

ლაშქრობების მოყვარულებს ასევე ელის ტრეკინგი არაგვის ხეობის მთავარ სიწმინდესთან - ლომისას VII საუკუნის ტაძართან. აქ უშვილოები უფალს სთხოვენ ბავშვის ყოლას, უსინათლოები - მხედველობის დაბრუნებას, გლეხები კი - მიწისა და პირუტყვის სიუხვეს. და ადგილობრივი მოსახლეობისა და მონასტერში მაცხოვრებელთა მრავალრიცხოვანი ისტორიებით, ტაძარში მართლაც ხდება სასწაულები.

არანაკლებ სულისშემკვრელი და ლამაზია ჯვრის უღელტეხილი, მინერალური წყარო, დაბა სტეფანწმინდა (ეთნიკური ჯგუფი მოხევი), დარიალის ხეობა, თამარ მეფის სასახლე, ყაზბეგის მთა, თავადის მამული, ეთნოგრაფიული მუზეუმი და ბევრი სხვა.

ქლაიმბინგი

ქლაიმბინგი

ყაზბეგი (5 033 მ) - კავკასიონის ერთ-ერთი ულამაზესი მთის მწვერვალი, საიდანაც იხსნება დაუვიწყარი ხედი! აქ გადაღებული ფოტოები ალამაზებს არაერთ გამომცემლობას ტურიზმისა და მოგზაურობის შესახებ, ხოლო მოგონებები ამ ყინულოვანი მწვერვალის (სწორედ ასე ითარგმნება ყაზბეგი ქართულიდან) დაპყრობის შესახებ კიდევ დიდხანს გაუხარებს გულს ნამდვილ ექსტრემალებს.

დაუვიწყარი ემოციები, საოცრად ლამაზი პეიზაჟები და შეგრძნება, რომ თქვენ იმყოფებით სამყაროს მწვერვალზე - ეს ყველაფერი ელოდება მათ, ვინც გადაწყვეტს ნამდვილი კავკასიელი ლამაზმანის დაპყრობას.

პარაგლაიდინგი

პარაგლაიდინგი

რომელ ჩვენგანს არ უოცნებია გადმოხედოს სამყაროს სიმაღლიდან?

დასვენებისისეთიექსტრემალურისახეობა, როგორიცააპარაგლაიდინგი, მოგცემთშესაძლებლობასგანახორციელოთესოცნება! თქვენშეძლებთგადმოხედოთსამყაროსდადაინახოთმისინამდვილისილამაზე, რადგანარაფერიარდაემალებათქვენსმზერას. პარაგლაიდინგისსაშუალებითნამდვილადმიიღებთშეუდარებელშეგრძნებებს, ემოციებსადაშთაბეჭდილებებს!

გუდაურში პარაპლანით ფრენები ხდება ზამთარშიც და ზაფხულშიც, კარგი ამინდის შემთხვევაში. მსურველების განკარგულებაშია მთების კუდებისა და საძელეს ქედები. ყველა ფრენა ხორციელდება ტანდემ სისტემით: ინსტრუქტორი და მგზავრი.

კომპანია FLY GUDAURI-ს ინსტრუქტორები იყენებენ პარაგლაიდინგის ტექნიკის მწარმოებელი წამყავნი ბრენდების ახალ, სერტიფიცირებულ აღჭურვილობას. ინსტრუქტორებს აქვთ მინიმუმ 10 წლიანი სტაჟი.

კომპანია FLY GUDAURI-ში მუშაობს რამდენიმე ინსტრუქტორი, აქედან გამომდინარე მსურველებს აქვთ საშუალება ეძლევათ მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად, ერთდროულად რამდენიმე პარაპლანით მოახდინონ გაფრენა.

პარაგლაიდინგის ტურის შეკვეთა მსურველებს პირდაპირ სასტუმრო „გუდაური მარკო პოლოში“ შეუძლიათ.

ფასები:

პარაგლაიდინგი ზამთარში 20 დეკემბრიდან 20 აპრილამდე:

კუდებიდან მეორე საბაგირომდე 140 ლარი, ხანგრძლივობა 10-15წ.

კუდებიდან  სასტუმროს მარკო პოლომდე 160 ლარი, ხანრძლივობა 30-35წ.

კუდებიდან არაგვამდე 250 ლარი, ხანგრძლივობა 25-30წ.

 

პარაგლაიდინგი ზაფხულში სასტუმრო მარკო პოლოდან ტრანსპორტირებით

1 მაისიდან 30 ოქტომბრამდე:

ყაზბეგი - ტურის ხანგრძლივობა 20წ. ღირებულება 200 ლარი

გუდაური უღელტეხილი - ტურის ხანგრძლივობა 20წ. ღირებულება 200 ლარი

ყაზბეგი - ტურის ხანგრძლივობა 45-60წ. ღირებულება 300 ლარი

რაფტინგი და კაიაკინგი

რაფტინგი და კაიაკინგი

გსურთ გამოიწვიოთ დედამიწაზე ყველაზე ძლევამოსილი სტიქია? მაშინ რაფტინგი და კაიაკინგი ზუსტად ისაა, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თეთრ და შავ არაგვსა და თერგზე ჩამოცურვა ნამდვილად მოგიზღვავებთ სისხლში ადრენალინს და განსაკუთრებით დააინტერესებს მათ, ვისაც ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ექსტრემალური დასვენებისა და დროს ტარების გარეშე.

ჭორომები, მღელვარე წყლის სტიქიის ხმაური, გუნდური მუშაობა და დაუვიწყარი შეგრძნება, როდესაც თქვენ გადალახავთ მეტად რთულ მონაკვეთს - ეს ყველაფერი ელის მათ, ვისაც სურს გამოცადოს საკუთარი თავი და დაიპყროს მთის მორიგი მდინარე.

ცხენებით გასეირნება

ცხენებით გასეირნება

ცხენები ოდიდგანვე ითვლებოდა არამხოლოდ ჭკვიან, არამედ ერთგულ ცხოველებად.

და კიდევ ისინი არიან საუკეთესო მეგობრები, რომლებიც სამყაროს სხვა თვალით დაგანახებს.

ზუსტად ამიტომ, ცხენებით გასეირნება არის არამხოლოდ სასიამოვნო და სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, არამედ ნამდვილად საუკეთესო გზაა თავისუფალი დროის გასატარებლად, ამ ბრძენ ცხოველებთან დამეგობრებისა და ახალი მეგობრების შესაძენად. იგრძენით თავი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცად ან ნამდვილ პრინცესად პარკში საუკეთესო ბედაურებზე გასეირნების დროს და დატკბით კავკასიის ბუნების სიდიადით.

ველოტურიზმი

ველოტურიზმი

ველოსიპედი - არის არამხოლოდ ბავშვური გატაცება, არამედ საუკეთესო მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა ახალი თავგადასავლებისთვის.

სეირნობისას თქვენ არამხოლოდ ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ სიამოვნებას იღებთ გარემოს სილამაზით და შეგიძლიათ დაისვენოთ ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვნებისგან.

და ღირს თუ არა საუბარი იმაზე, თუ რამდენ დადებით ემოციას მოგიტანთ კავკასიონის მთიან ბილიკებზე სეირნობა? გასაოცარი ბუნება, ხანგრძლივი ველოსეირნობით სიამოვნების მიღება და ძალებისა და ენერგიის აღდგენა - არის ის, რასაც ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს.

იოგა

იოგა

მთები - ეს არის იდეალური ადგილი იმისათვის, რომ დარჩეთ მარტო თქვენს თავთან, დაისვენოთ ყოველდღიური ცხოვრებისგან, უფრო ღრმად აითვისოთ იოგის პრაქტიკა, გაიცნოთ თანამოაზრეები და სახლში დაბრუნდეთ სასიცოცხლო ენერგიით აღსავსე, სულიერად გაწონასწორებული და მშვიდი.

ქალაქისგან შორს, სუფთა ჰაერზე, ულამაზესი მთის პეიზაჟებს შორის თქვენ სწრაფად აღიდგენთ სულიერ და ფიზიკურ ძალებს და თავს იგრძნობთ ახალ ადამიანად.

ჩვენს სასტუმროში სპეციალურ ფასად შემოგთავაზებთ საკონფერენციო ოთახებს სწორი კვებისა და მედიტაციის შესახებ სემინარების, ლექციების ჩასატარებლად, ამრიგად ყველაზე პოპულარული აღმოსავლური პრაქტიკის საიდუმლოებებისა და დეტალების შეცნობას შეძლებთ როგორც განმარტოვებით, ასევე თანამოაზრეებთან ერთად.